ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება გადაწყვიტა. ამ რეგიონებში საჰაერო სადესანტო დივიზია გაიგზავნება, რომელიც ცნობილია როგორც “მყვირალა არწივები”.
ამის შესახებ ინფორმაციას ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიგზავნება 101-ე საჰაერო- სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი.
„80 წლის შემდეგ ევროპაში ბრუნდება საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია, როგორც „მყვირალა არწივები”. ეს ხდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, ჩვენი მოკავშირეების დასამშვიდებლად და ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად”,- ნათქვამია მისიის განცხადებაში.