10.12.2023
- Advertisement -spot_img

აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს მალე გააგზავნის

აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს მალე გააგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მზარდ საფრთხეზე რეაგირებას მოახდენს. ჩვენი ერთგულება ნატოს წესდების მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოებისადმი ურყევი რჩება. აღნიშნული ვალდებულებების ფარგლებში და მოულოდნელი სიტუაციისთვის მომზადების მიზნით, აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს გააგზავნის. მინდა ძალიან ნათლად განვმარტო: ეს არ არის მუდმივი გადაადგილება. ეს არის პასუხი უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვითარებაზე. მეტიც, ეს ძალები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ისინი ნატოს მოკავშირეების დაცვას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯონ კირბის თქმით, გერმანიაში დისლოცირებულ 1 000 ამერიკელ სამხედროს უახლოეს დღეებში რუმინეთში გადაიყვანენ, ხოლო აშშ-დან ევროპაში კი 2 000 ჯარისკაცს გააგზავნიან, რომლებიც პოლონეთსა და გერმანიაში განლაგდებიან

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img