19.09.2021
- Advertisement -spot_img

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საუბარია საქართველოში პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტების ზრდასა და ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ციხისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობები, საერთო ჯამში, ადეკვატური იყო, ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში არ იყო საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, მინიმალური ფართი და სათანადო ჯანდაცვა, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტების ზრდასა და ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობის შესახებ.

“„პრევენციის ეროვნული მექანიზმის” ყოველწლიურ ანგარიში “ძლიერი პატიმრების” (“მაყურებლების”) მიერ არაფორმალური მმართველობის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ საკითხად არის დასახელებული. ციხის მენეჯმენტის ზოგიერთმა წევრმა პრობლემის არსებობა აღიარა. სახალხო დამცველის აპარატმა ეს საკითხი დააყენა და საჯარო მოსმენებზე დახმარება ადმინისტრაციისგან მოითხოვა. ამის შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო სახალხო დამცველის პერსონალის ციხეებში დაშვების შეზღუდვა. სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა „მაყურებლების“ არსებობის აღიარებაზე და იმ საფრთხეზე, რასაც ისინი პატიმრებს და ასევე გათავისუფლების შემდეგ გარე სამყაროს უქმნიან.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ასეთი არაფორმალური კონტროლი “ხშირად იწვევს პატიმრების მიმართ ძალადობას და ბულინგს”. ზოგიერთმა პატიმარმა, რომელიც “მაყურებლების” მსხვერპლი იყვნენ, მოითხოვა მაღალი რისკის ციხეებში გადაყვანა ან თვითიზოლაცია. დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა განაცხადეს, რომ მე -8 საპყრობილეში “მაყურებლის” მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შევიწროება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე -8 საპყრობილე “დახურული” ციხე იყო, “მაყურებლები” თავისუფლად დადიოდნენ თავიანთი საკნების მიღმა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img