13.10.2024
- Advertisement -spot_img

აშშ სამ რუსულ პროპაგანტისტულ ტელევიზიას, გაზპრომბანკის და სბერბანკის ხელმძღვანელებს სანქციებს უწესებს

აშშ გაზპრომბანკის 27, სბერბანკის 8 აღმასრულებელ ხელმძღვანელსა და სამ რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზიას სანქციებს უწესებს. სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ ფორმატში შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

“ეს არ არის სრული დაბლოკვა. ჩვენ არ ვყინავთ გაზპრომბანკის აქტივებს და არ ვკრძალავთ რაიმე ტრანზაქციას გაზპრომბანკთან. ჩვენ მივანიშნებთ, რომ გაზპრომბანკი არ არის უსაფრთხო თავშესაფარი და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებენ ხელმძღვანელს”, – როიტერსის ცნობით, უთხრა ჟურნალისტებს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ახალი სანქციების მიხედვით, ამერიკელებს ეკრძალებათ რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება.

სანქციების სიაში, ასევე, მოხვდა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი 10 შვილობილი კომპანია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img