19.04.2024
- Advertisement -spot_img

აშშ-ში მგზავრი თვითმფრინავიდან გადახტა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჟელესის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა, – ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, კაცი ჯერ მფრინავის კაბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, ავარიული გასასვლელის კარი გააღო და გადახტა.

ის ასაფრენ ბილიკზევე დააკავეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. უცნობია, რა დაზიანებები მიიღო კაცმა.

BBC წერს, რომ მიმდინარე წელს, აშშ-ში, ფრენების დროს მომხდარ ინციდენტთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 3 ათასამდე გაუთვალისწინებელი შემთხვევაა დაფიქსირებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img