17.01.2022
- Advertisement -spot_img

აშშ-ში მოგზაურობაზე შეზღუდვები 8 ნოემბრიდან იცვლება

8 ნოემბრიდან აშშ-ში მოგზაურობაზე არსებული რეგულაციები შეიცვლება. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიღებული წესების მიხედვით, მკაცრი რეგულაციები ეხსნება შენგენის ზონის 26 ქვეყანას, ასევე, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, ჩინეთს, ინდოეთს, სამხრეთ აფრიკას, ირანსა და ბრაზილიას.

ბაიდენის ხელმოწერილი კანონის მიხედვით, აშშ ქვეყნების მიხედვით დაწესებული შეზღუდვების ნაცვლად, გადადის ვაქცინაციის მიხედვით დაწესებულ შეზღუდვებზე. 

აშშ-ში შესასვლელად 18 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი და კოვიდტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

18 წელს ქვემოთ მყოფი უცხოელებისთვის, ქვეყანაში შესასვლელად ვაქცინაციის საბუთის წარდგენა სავალდებულო არ იქნება. თუმცა, მათ დასჭირდებათ კორონავირუსის ნეგატიური ტესტის წარდგენა, სანამ რეისზე ავლენ. ასევე, აცრა სავალდებულო არ იქნება იმ ქვეყნების არატურისტი მოგზაურებისთვის, რომელთა ქვეყნებშიც ვაქცინაციის დონე 10%-ზე ნაკლებია. მსგავს მოგზაურებსაც კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი დასჭირდებათ. ამ ქვეყნების რიგშია: ნიგერია, ეგვიპტე, ალჟირი, სომხეთი, მიანმარი, ერაყი, ნიკარაგუა, სენეგალი, უგანდა, ლიბია, ეთიოპეა, ზამბია, კონგო, კენია, იემენი, ჰაიტი, ჩადი და მადაგასკარი. იგივე პინციპი იმოქმედებს იმ პირებზეც, რომლებსაც გარკვეული დაავადებები აქვთ.

18-წლამდელებს, რომლებიც ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ, მხოლოდ რეისზე ასვლამდე 3 დღით ადრე გაკეთებული კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი დასჭირდებათ, ხოლო იმ მოზარდებს, რომლებიც არავაქცინირებულ უფროსებთან ერთად, ან მარტო მოგზაურობენ, დასჭირდებათ 1 დღით ადრე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი. 

აშშ-ს მოქალაქეებისთვის და ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ქვეყანაში ავიარეისით შესვლის დროს ვაქცინაციის საბუთის წარდგენა სავალდებულო არ იქნება. აცრილ პირებს დასჭირდებათ მოგზაურობამდე 3 დღით ადრე გაკეთებული, აუცრელებს კი 1 დღით ადრე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

მგზავრების მონაცემები ვაქცინაციის შესახებ ავიაკომპანიებმა უნდა გააკონტროლონ.

აშშ-ს დაავადების კონტროლისა და შეჩერების ცენტრების (CDC) თქმით, ქვეყანაში დაიშვებიან აცრილები, რომლებიც ვაქცინირებული არიან ჯანმო-სა და აშშ-ს სამედიცინო რეგულატორის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით. შესაბამისად, არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც რუსული სპუტნიკით არიან აცრილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img