24.07.2021
- Advertisement -spot_img

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო- დაკავებულია რამდენიმე პირი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართლდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკვა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.

დაკავებულების ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ და სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ. სპორტსმენები რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img