04.12.2021
- Advertisement -spot_img

„აწარმოე საქართველომ“ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია ნახევარი მილიონით დააფინანსა

„ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა, 2017-2020 წლებში, სახელმწიფო პროგრამებიდან 528 150 ლარის სუბსიდია მიიღო.

წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო კვლევაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით ირკვევა – დეპუტატის კომპანიამ, რომელიც მესტიის ცენტრში სასტუმრო POSTA HOTEL-ს ფლობს, პირველი სუბსიდია რეგისტრაციიდან 12 დღეში, 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. შპს „სეტი +“-ზე 227 283 ლარი სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გასცა. 2018 წელს კომპანიამ ამავე სააგენტოდან 37 888 ლარი მიიღო, ხოლო 2020 წელს სააგენტოს პროგრამიდან „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ 262 979 ლარით დაფინანსდა.

„შპს „სეტი+“ ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც. მან 2019-2020 წლებში 114 782 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა (შპს „ექსპერტ ჰაუსი“ და „TOB ქონსთრაქშენი“) 2018-2020 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგეს.

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან დღემდე 410 000 ლარი შეწირეს-წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა, ერთი მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, მეორე მხრივ კი – სახელმწიფო შესყიდვებში, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img