28.09.2022
- Advertisement -spot_img

ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა მათგანმა, ზაურ ჯაყელმა განუცხადა, ისინი ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და ნატო-ს ბაზამდე მათი გადაყვანა კომპანიამ უზრუნველყო.

საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, ნატო-ს ბაზიდან ისინი ჯერ ტაშკენტში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, საიდანაც ვარშავაში გადავლენ და საქართველოში უახლოესი რეისით გამოემგზავრებიან.

„გახარებულები ვართ, მალე საქართველოში ორი ქართველი ვიქნებით. ჩვენ გუშინ საღამოს დავტოვეთ ქაბული, ნატო-ს ბაზა. გერმანელების მიერ მოხდა ჩვენი ევაკუაცია. მათ ევაკუაცია მოახდინეს პირველ რიგში ტაშკენტში, უახლოეს ქალაქში, ამის შემდეგ ისევ გერმანელების მიერ მოხდა ჩვენი ევაკუაცია ტაშკენტიდან სამოქალაქო თვითმფრინავით გერმანიაში. გერმანიაში თავს დაცულად ვგრძნობთ. გერმანიიდან ჩვენი გამომგზავრება მოხდება ჩვენი კომპანიის მიერ დაჯავშნილი ბილეთებით. ჩვენი კომპანია არის ბრიტანული კომპანია. ხვალ საღამოს გერმანიიდან გავფრინდებით ვარშავაში და შემდეგ ვარაშავადან შემოვალთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“,- განაცხადა ჯაყელმა.

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით 18 აგვისტოს, გამთენიისას დაბრუნდა. ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img