23.04.2024
- Advertisement -spot_img

ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება და სამშობლოში გამომგზავრებას ელოდება

1TV.GE

ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე ამჟამად ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ამის შესახებ, საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, მათთან იმყოფებიან ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები გუშინ გამოფრინდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img