27.07.2021
- Advertisement -spot_img

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო

ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისია მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ ავღანეთს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეიდან, 21 ივნისიდან, ავღანეთში განლაგებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა.

32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა. ქვედანაყოფის სრულად დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობა ნატოს ეგიდით ავღანეთში განხორციელებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში დასრულდება.

“32-ე ბატალიონი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს, ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ამავე ბრიგადის ნაკრები ასეული კი, რომელიც მტკიცე მხარდაჭერის მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ასრულებდა, საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნდა”. – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img