19.09.2021
- Advertisement -spot_img

ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან რეისები ყველა მიმართულებით აიკრძალა

მოძრაობა „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა. ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, თალიბთა ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან. შენობაში და მის მიმდებარედ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად, მათ ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის 21 აგვისტოს გაიხსნება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმდა ყველა კომერციული რეისები ქაბულის აეროპორტიდან, ხოლო ტრანზიტულ თვითმფრინავებს რეკომენდაცია მიეცათ, შეეცვალათ მარშრუტი ავღანეთის საჰაეროს სივრცის გვერდის ავლით.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img