24.04.2024
- Advertisement -spot_img

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფს თალიბები აკონტროლებენ

თალიბები ამტკიცებენ, რომ ქალაქ მაზარ-ი-შარიფს აკონტროლებენ, – ამის შესახებ განცხადება თალიბანის წარმომადგენელმა „ტვიტერით“ გაავრცელა. მათი ცნობით, თალიბებმა დაიკავეს ქალაქის პოლიცია, ადმინისტრაციის შენობა და სადაზვერვო სამსახურიც.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მაზარ-ი-შარიფიდან გაქცეული სახელისუფლებო ძალები უზბეკეთის საზღვრისკენ მიემართებიან.

როგორც „ბიბისი“ წერს, მაზარ-ი-შარიფი ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც ავღანეთის ხელისუფლების ერთ-ერთ ბოლო დასაყრდენს წარმოადგენდა.

როგორც მედია იუწყება, „თალიბანის“ მებრძოლების შემდეგი სამიზნე ქაბული იქნება.

აშშ-ისა და ნატო-ს მიერ ავღანეთის სამხედროების გაყვანის შემდეგ მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებზე იერიში წამოიწყო. მას შემდეგ ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და უსაფრთხო თავშესაფარი ქაბულში მოეძებნა. მედიის ცნობით, „თალიბანი“ ამჟამად ავღანეთის თითქმის 90%-ს აკონტროლებს.

ქაბულში ამჟამად იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქვეყნიდან დიპლომატებისა და იმ ავღანელების ევაკუაციას ახორციელებენ, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე ემუქრებათ.

ამ საკითხზე დღესვე იმსჯელეს თეთრ სახლში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდთან საგანგებო თათბირი გამართეს და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img