23.04.2024
- Advertisement -spot_img

ავღანეთში “თალიბანმა” ქალებს კაცი ნათესავის გარეშე შორ მანძილზე მოგზაურობა აუკრძალა

ავღანეთში თალიბანის გადაწყვეტილებით, მალე ახალი წესი ამოქმედდება, რომლის მიხედვით, ქალები თანმხლები ნათესავი კაცის გარეშე შორ მანძილზე მოგზაურობისას ტრანსპორტით ვერ ისარგებლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სათნოებისა და ცოდვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტო გადაადგილებას ქალები მხოლოდ 72 კილომეტრის მანძილზე შეძლებენ, უფრო დიდ მანძილზე მოგზაურობა კი, მათთვის მხოლოდ მამრობითი სქესის ახლო ნათესავის თანხლებით იქნება ნებადართული.

ამასთან, „თალიბანის“ რეგულაციის მიხედვით, მანქანების მფლობელებს ეკრძალებათ ქალების ტრანსპორტით უზრუნველყოფა თუ მათ არ აცვიათ ჰიჯაბი.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს მორიგი ნაბიჯია ქალების ტყვეებად გადაქცევის გზაზე. ავღანეთში თალიბანის მმართველობის დაბრუნების შემდეგ, ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს მუშაობა და სწავლა აუკრძალა. ამასთან, აკრძალულია ქალების ტელესერიალებში გამოჩენა. თალიბები აცხადებენ, რომ აკრძალვები დროებითია და იქამდე იმოქმედებს, სანამ ქალებისთვის სამუშაო ადგილები და სკოლები უსაფრთხო არ გახდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img