28.09.2022
- Advertisement -spot_img

ავღანური მედია – თალიბანი იმ ავღანელების ძიებას იწყებს, ვინც ნატო-სა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდა

„თალიბანი“ იმ ავღანელების ძიებას იწყებს, ვინც ნატო-სა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდა. პარალელურად კი, ახალ რეჟიმთან თანამშრომლობისთვის ინფორმატორთა ქსელს აყალიბებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ს კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც გლობალური ანალიზისთვის ნორვეგიის ცენტრმა მოამზადა და გაერო-ს დაზვერვის ინფორმაციით უზრუნველყოფს.

როგორც „ბიბისი“ წერს, „თალიბანი აპატიმრებს ან მოკვლითა და დაკავებით ემუქრება სამიზნე პირთა ოჯახის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავად არ ჩაბარდებიან“.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან სამხედროები, პოლიციელები და საგამოძიებო უწყების თანამშრომლები.

„ბიბისის“ ცნობით, „თალიბანი ყველა მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავებამდე, ინდივიდების წინასწარ მოკვლევას აწარმოებს“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img