20.04.2024
- Advertisement -spot_img

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, თუკი პროკურატურას კითხვები ექნება, აფგან მუხთარლი მზად არის, პასუხების გასაცემად.

„ის აქამდეც ცდილობდა საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ის დღეს უკვე თბილისშია და მზად არის პროკურატურის კითხვებს უპასუხოს, თუ ასეთი იქნება, მას აქვს გარკვეული ეჭვები, რომელიც ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და იმედია, რომ ახლა მაინც გამოიყენებს პროკურატურა ამ საშუალებას და გახსნის დანაშაულს. გამოძიება ტარდებოდა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო გამოძიება და არა იმისთვის, რომ დანაშაული გახსნილიყო. დასაყრდენი პროკურატურის მხრიდან, რომელიც ამ მოსაზრებას შეცვლიდა, ასეთი რამე დღემდე არ ყოფილა. რატომ ვერ გაირკვა ვინ არიან გამტაცებლები, რატომ მოხდა მისი გატაცება და რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით?“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი, აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფებოდა. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img