20.04.2024
- Advertisement -spot_img

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

“რუსული მხარის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთის სამხრეთ საზღვარზე ადგილობრივი დროით 18:30 საათიდან. სიტუაცია შედარებით სტაბილურია”, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა. როგორც მოსკოვში აცხადებენ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სატელეფონო საუბრის დროს მხარეებს შეიარაღებული შეტაკებების დასრულებისკენ მოუწოდა.

16 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო შეტაკებები დაიწყო. ორივე ქვეყანა პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img