14.11.2024

“აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, “აზოვსტალის” ქარხნის თავშესაფარში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. გავრცელებული ცნობით, მებრძოლი “აზოვსტალის” ქარხნის მიმდებარედ ჩამოგდებულ კასეტურ ბომბს ემსხვერპლა.

როგორც ქართველი მებრძოლის მამა “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, მასთან ბოლო კომუნიკაცია 8 მაისს ჰქონდა, – “რაღაც დავალებიდან დაბრუნებულები იყვნენ და ისვენებდნენ “აზოვსტალის” თავშესაფარში, ჩამოყარეს 3-ტონიანი ბომბები ე.წ ბუნკერსაწინააღმდეგო, იქ მოყვა ჩემი შვილი, იქ დაიღუპა”. – ამბობს გარდაცვლილი ტატო ბიგვავას მამა.

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანას რუსეთი ინტენსიურად ბომბავს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარხნიდან სამოქალაქო პირები გამოიყვანეს, მაგრამ მებრძოლები ამ დრომდე იქ არიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img