04.12.2021
- Advertisement -spot_img

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე დე­პუ­ტა­ტის მიერ კო­ლე­გის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე სან­ქცი­ის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

ფრაქ­ცია “ლელო – პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე დე­პუ­ტა­ტის მიერ კო­ლე­გის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე სან­ქცი­ის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. ჯა­ფა­რი­ძის აზ­რით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ასე­თი ქმე­დე­ბის გამო, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლა უნდა აეკ­რძა­ლოს.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ქუ­ჩა­ში ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა იმის გაგ­რძელ­ე­ბა იყო, რაც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და.

“როცა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ხა­ტი­ას კო­ლე­გე­ბი თავს და­ესხნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, მა­თაც იგი­ვე გა­ა­კე­თეს. რო­გორც გა­იგ­დეს ფეხ­ქვეშ გი­ორ­გი ვა­შა­ძე ხუთ­მა კაც­მა… ამის შე­ფა­სე­ბა არც ერთი კო­ლე­გის­გან არ მი­ნა­ხავს. კო­ლე­გა­ზე ხე­ლის მოქ­ნე­ვა, დე­დის გი­ნე­ბა იმ­დაგ­ვა­რად დას­ჯა­დი უნდა იყოს, რომ ამის ჩამ­დე­ნი ბი­უ­როს ოთახ­ში და პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში აღარ უნდა შე­მო­დი­ო­დეს. შე­მო­ვი­დეს ასე­თი სან­ქცია! ჩვენ ადა­მი­ა­ნებს თავ­შე­კა­ვე­ბის, მი­ტე­ვე­ბის და შე­რი­გე­ბის მა­გა­ლითს უნდა ვაძ­ლევ­დეთ, მაგ­რამ ვაძ­ლევთ აგ­რე­სი­ის, თავ­დას­ხმის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მა­გა­ლითს“, – გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img