28.03.2024
- Advertisement -spot_img

ბადრი ჯაფარიძე – 2018 წლის არჩევნების წინ, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად გადმომცა

“ლელოს” გენერალური მდივანის, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის წერილი მას მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.

“ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ. თუკი დავინახავ, რომ გიორგი გახარია გულწრფელად იტყვის, რატომ გადმომცა ის წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი… კი, კი, მან პირადად გადმომცა. მან გადმომცა ეს წერილი, ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით. ძალიან ცუდია, რომ გაბედულება აკლია, თქვას, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა,” – განაცხადა ჯაფარიძებ ტელეკომპანია “პალიტრანიუსთან”.

შეგახსენებთ, მუქარის წერილის მიღების შესახებ, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.თუმცა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. უწყების ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img