23.11.2024

ბადრი ჯაფარიძე – გარედან წნეხი აუცილებელია იმისთვის, რომ მოვახერხოთ ქვეყნის ვარდნის შეჩერება

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორებისადმი ოპოზიციის წევრების წერილში საუბარია იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა მოუწიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასის გადახდა იმ დესტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად დგამს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გარედან წნეხი აუცილებელია, რათა ქვეყნის ვარდნა შეჩერდეს.

“წერილში საუბარია იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა მოუწიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასის გადახდა იმ დესტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომელსაც დგამს უკვე ბოლო თვეებია განსაკუთრებით ინტენსიურად – 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ; სტრატეგიული პარტნიორი დიპლომატების განცხადებებზე დესტუქციული რეაგირება, დაცინვა; ევროკავშირის გადაწყვეტილებების სრული იგნორირება, ვგულისხმობ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან იქნა მიღწეული და რომლის შეუსრულებლობის გამო ქვეყანამ 75 მლნ ევრო ვერ მიიღო. ასეთ ნაბიჯებზეა საუბარი და ამ ნაბიჯების გადადგმის გამო “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. დღეს მთელი ქვეყანა იხდის ფასს “ქართული ოცნების” ამ დესტრუქციული ნაბიჯების გამო, რეალურად კი მხოლოდ ამ პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადაუხადოს. წნეხი გარედან აუცილებელია იმისთვის, რომ მოვახერხოთ ქვეყნის ვარდნის შეჩერება”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img