20.10.2021
- Advertisement -spot_img

ბადრი ჯაფარიძე – ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს, არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს

ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საარჩევნო კანონმდებლობაში შემოთავაზებულ ცვლილებებს, არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს – ამ ცვლილებებს „ქართულმა ოცნებამ” დაამატა სადამსჯელო ზომები,- ამის შესახებ ფრაქციის, „ლელო – პარტნიორობა სქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გარდა სადამსჯელო ზომებისა, ცვლილებებში ჩანს „ფავორიტიზმიც”, ამიტომ „ლელო“ მას მხარს ვერ დაუჭერს.

„იმ ცვლილებებში რასაც ჩვენ ახლა წარმოგვიდგენენ, არის ისეთი ცვლილებები, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სადამსჯელო სანქციაა, ფავორიტიზმიც აისახება, ეს ცვლილებები რომ შეზღუდულიყო იმით, რაც წერია მიშელის დოკუმენტით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ”, როგორც მას სჩვევია, დაამატა სადამსჯელო ზომები კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. ეს დაუშვებელია,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, მანამდე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს, დაარღვევენ მიშელის შეთანხმებას. კობახიძის თქმით, ამაზე მათ პოლიტიკური რეაქცია ექნებათ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img