05.08.2021
- Advertisement -spot_img

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს, როგორმე მოასწროს „კლანისთვის“ სასურველი კანდიდატების გაყვანა უზენაეს სასამართლოში

„ქართული ოცნება“ ცდილობს, როგორმე მოასწროს „კლანისთვის“ სასურველი კანდიდატების გაყვანა უზენაეს სასამართლოში, ასევე, რაც ყველაზე მთავარია, გადადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა პირდაპირი დარღვევაა იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ შევუერთდით და შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია. ამ შეფასებას არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები ახმოვანებენ, არამედ აბსოლუტურად იზიარებენ მოდერატორებიც. შესაბამისად, მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის მხარე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებას და ჯიუტად აგრძელებს იმ პროცესს, რომელიც დისკრედიტირებულია.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ შერჩევის პროცესი იყო დისკრედიტირებული, შეიცვალა წესები კანდიდატების შერჩევის პროცესში, არ მოხდა მნიშვნელოვანი რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, რომელიც აუცილებელი პირობაა კანდიდატების შერჩვევისთვის.

უფო მეტსაც ვიტყვი, „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის მომხრეა გადაიდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი, ამავდროულად, არ აჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს შეთანხმებაშია წინააღმდეგობაში და პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, როგორმე მოასწროს მისთვის, „კლანისთვის“ სასურველი კანდიდატების გაყვანა უზენაეს სასამართლოში, რაც ყველაზე მთავარია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება გადადოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img