15.10.2024
- Advertisement -spot_img

ბადრი ჯაფარიძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ არის გამოკვეთილი პოზიცია, რომ საქართველოში 2021 წელს მდგომარეობა გაუარესდა – ყველა მხრივ გვაქვს რეგრესი

პირდაპირ არის გამოკვეთილი პოზიცია, რომ საქართველოში 2021 წელს მდგომარეობა გაუარესდა – ყველა მხრივ გვაქვს რეგრესი, ნეგატიური განვითარება და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების” მოღვაწეობის და მმართველობის შედეგი, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიში კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მოსმენები და სხვადასხვა რეპრესიის განხორციელება.

“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ არის გამოკვეთილი პოზიცია, რომ საქართველოში 2021 წელს მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, პოლიტიკური დევნა გაგრძელდა, პოლიტიკური მართლმსაჯულება გაგრძელდა, უკანონო მოსმენები გაგრძელდა, ყველა მხრივ გვაქვს რეგრესი, ნეგატიური განვითარება და ეს არის სწორედ “ქართული ოცნების” მოღვაწეობის და მმართველობის შედეგი. კერძოდ, ჩემთან და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა, რომელიც 3 წელია მიმდინარეობს და მათ შორის, ამ დევნის ნაწილი იყო, რომ გვისმენდნენ და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა “ქართული ოცნების” მხრიდან ამ უკანონო მოსმენების პრობლემასთან მიმართებაში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის მათი ხელდასხმით. გვაქვს რეგრესი, პოლიტიკური დევნა, დემოკრატიის ვითარების კიდევ უფრო გაუარესება, თავისუფლების ინდექსის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ, სამწუხაროდ, კვლავ უკან დახევა გვექნება, ამიტომ ეს ანგარიში კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს უარყოფილი პროცესები, ქვეყანაში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მოსმენები, სხვადასხვა რეპრესიის განხორციელება. ჩემი და მამუკა ხაზარაძის მიმართ პოლიტიკური დევნა დაგვირგვინდა ჩემთვის მანდატის შეწყვეტით, უკანონო მოსმენებით და შესაბამისად ეს აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img