18.04.2024
- Advertisement -spot_img

ბადრი ჯაფარიძე – ვიდრე ჩვენ რეფორმებზე არ ვიმსჯელებთ, 26 მაისს დანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გადაიდოს

დღეს შევხვდით სამოქალაქო სექტორს, რათა დავარწმუნოთ მოსამართლეთა კონფერენციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. უნდა გადაიდოს 26 მაისს დანიშნული სხდომა, ვიდრე ჩვენ რეფორმებზე არ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის თავისი მნიშვნელობით თითქმის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტოლფასი.

„თუ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, ნებისმიერი რეფორმა კარგავს ყოველგვარ აზრს და ქვეყნის პერსპექტივა ბუნდოვანი ხდება. ამიტომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ ჯერ უნდა მოხდეს სისტემის შეფასება, შემდეგ უნდა მოხდეს რეფორმა და შემდგომ უკვე ადამიანების შერჩევა. ეს პროცესი არის უკუღმა ამოტრიალებული – ახლა უნდა შეირჩეს იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრი. ჩვენი მოწოდებაა, რომ სანამ რეფორმირების შესახებ არ შევთანხმდებით საკანონმდებლო დონეზე, მანამდე შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. პირდაპირ ეს შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, მაგრამ ეს არის სულისკვეთება. თავის მოტყუებაა თუ ვიტყვით, რომ დასრულდეს შერჩევის პროცესი და მერე რეფორმირება მოხდეს. დღეს შევხვდით სამოქალაქო სექტორს, რათა დავარწმუნოთ მოსამართლეთა კონფერენციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. უნდა გადაიდოს 26 მაისს დანიშნული სხდომა, ვიდრე ჩვენ რეფორმებზე არ ვიმსჯელებთ. ჩვენ მოწოდების და სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ძალების მობილიზაციის გარდა სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. მინდა, რომ ყველა თქვენგანს ესმოდეს, რომ ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მომავალზე. წევრების უფლებამოსილების გაგრძელება შესაძლებელია, ეს არის ფორმალური მიზეზი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დროებით უფლებამოსილების გაგრძელება, ვსაუბრობთ რამდენიმე თვეზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობა არის სასამართლოს მიმართ ნდობის ქვაკუთხედი.

„ეს ნდობა არის სრულად შერყეული. იმისთვის რომ ეს ნდობა აღვადგინოთ, საჭიროა შეირჩნენ ისეთი მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, რომელთაც საზოგადოებისგან ნდობის მანდატი ექნებათ”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველო” შარლ მიშელის დოკუმენტის სასამართლოს ნაწილის იპლემენტაციამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img