28.10.2021
- Advertisement -spot_img

ბაია პატარაია – ქმარმა ცოლს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა

უფლებადამცველი და ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქმარმა ცოლზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო იძალადა. 

უფლებადამცველის ინფორმაციით, მოძალადე კაცი დაკავებულია.

“თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img