24.11.2024

ბაიდენი – პუტინს: მტკიცედ ვიმოქმედებთ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელმაც შესაძლოა, აშშ-ს ან მის მოკავშირეებს ზიანი მიაყენოს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგსთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის არის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების საკითხია.

როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული კომუნიკეშია ნათქვამი, პუტინი და ბაიდენი 5 წლით შეთანხმების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღეს. შეთანხმებას ვადა 5 თებერვალს ეწურებოდა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, “ბაიდენმა დაურეკა პუტინს, რომ ესაუბრა შეთნხმების 5 წლით გახანგრძლივების შესახებ; ასევე, დაედასტურებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინაშე; ჰაკერული თავდასხმების საკითხი; 2020 წლის არჩევნებში ჩარევა, ალექსი ნავალნის მოწამვლა”.

რაც შეეხება უკრაინის საკითხს, კერძოდ, ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, “მან მკაფიოდ აგრძნობინა მას, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ქმედების საპასუხოდ, საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რომლებიც აშშ-ს ან მის მოკავშირეებს ზიანს აყენებს, მკაფიოდ იმოქმედებს”.

წყარო: kvira.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img