23.11.2024

ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით $400 მლნ ღირებულების სამხედრო პაკეტს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მიზნად რუსული საარტილერიო შეტევების წინაშე მყოფი უკრაინის გაძლიერებას ისახავს.

პაკეტი მოიცავს დამატებით 4 HIMARS-ს – მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას და შესაბამის აღჭურვილობას. შეიარაღების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინას ასევე გადაეცემა მასალა ჰაუბიცების საარტილერიო სისტემებისთვის -155 მმ-იანი ჭურვები 1 000 შეკვრას.

HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ჯამში უკრაინაში ომის დაწყებიდან აშშ-მ უკრაინას 12 HIMARS სისტემა გადასცა. დაპირებული 8 HIMARS სისტემა აშშ-დან უკრაინაში უკვე ჩავიდა. ამერიკის ძალებმა, გარდა ამისა აშშ-ის ძალებმა 100 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნეს ამ სისტემის გამოყენებაზე.

აშშ-მ უკრაინისთვის სარაკეტო იარაღის გადაცემა გასულ თვეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც კიევისგან მიიღო გარანტია, რომ უკრაინა იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის არ გამოიყენებდა.

უახლესი სამხედრო დახმარების ჩათვლით, აშშ-მ ჯამში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად 7.3 მილიარდი დოლარი გამოყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img