18.01.2025

ბათუმში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს

ბათუმში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გაავრცელეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ არასრულწლოვანები თანატოლზე ძალადობენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ : “მითხარი, რა ხარ… მითხარი თქო, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ, შენი….”. – ისმის გავრცელებულ ვიდეოში.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ სკოლაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით”. – განუცხადეს “ვებგაზეთს” შსს-ში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img