14.08.2022
- Advertisement -spot_img

ბათუმში, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება,- ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, ირგვლივ მდებარე კორპუსებიც ეტაპობრივად შემოწმდება.

“ბინების გადაცემის საკითხზე მოქალაქეებთან მოლაპარაკება გაიმართება, რა ტიპის გადაწყვეტილებაც იქნება თვითონ დაზარალებულ მობინადრეებთან მოლაპარაკების შემდგომ მერია შესაბამის ზომებს გაატარებს, ვგულისხმობ, საბინაო ფონდის გამოყოფას ან შესაბამის სახლის მშენებლობას. ამ ეტაპზე ბინების გადაცემის შეთავაზების საკითხი დგას. სარეზერვო ფონდში მობილიზებულია თანხები”,- აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img