20.04.2024
- Advertisement -spot_img

„ბავშვი ბიჭის ოჯახს მოეწონა, რომ გაიზრდებიან, იქორწინებენ“ –ოჯახი11 წლის ბავშვის ნიშნობაზე

„გოგონას ხელი სთხოვეს, ეს დანაშაულია? ეს არ იყო გათხოვება. წესია ჩვენი ასეთი, ხელის თხოვნა შეიძლება, თუმცა, 18 წლამდე არ ქორწინდებიან. მოვიდა ბიჭის ოჯახი ტორტით და ბეჭდით, სულ ეს იყო, სხვა არაფერი და შეთანხმდნენ, რომ 18 წლის ასაკში შექმნიან ოჯახს. ბავშვი ბიჭის ოჯახს მოეწონა და შევთანხმდით, როცა გაიზრდებიან, დაქორწინდებიან“ – აცხადებენ გოგონას ოჯახში.  

საუბარია ფაქტზე, რომელიც 8 თებერვალს მოხდა. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს 11 წლის გოგოს და ბიჭის ნიშნობის ცერემონიალი.

ფონიჭალაში, 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ სს სამართლის საქმე აღძრა და მოკვლევა დაიწყო.გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩაერთო, უფრო მეტიც, ნინო ლომჯარიას აზერბაიჯანის სახალხო დამცველმაც მიმართა და სწრაფი რეაგირება სთხოვა.  

ამავდროულად, აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა და დახმარება სთხოვა.

მიმართვაში საბინა ალიევა ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ამ ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img