27.07.2021
- Advertisement -spot_img

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ – ნუ გაგვწირავთ, გამოდით კონტაქტზე,

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ – ნუ გაგვწირავთ, გამოდით კონტაქტზე, დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როდის და როგორ უნდა გავიხსნათ.

„ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის“ წევრები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან შეხვედრას და მისგან ცენტრების გახსნის გადაწყვეტილების მიღებაზე შუამდგომლობას ითხოვენ.

როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრ „ლაიქის“ დამფუძნებელმა გიორგი მთივლიშვილი აცხადებს, ბექა ფერაძეს შეუძლია, რომ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის საკითხი გაიტანოს. მისი თქმით, ბავშვთა გასართობ ცენტრებს არ აქვთ პასუხები, თუ რატომ არ აძლევენ გახსნის უფლებას.

„ქვეყანაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაიხსნა, რაც მისასალმებელია, თუმცა ჩვენ რატომღაც ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვმართავთ აქციას მოთხოვნით, რომ სასწრაფოდ შეგვხვდეს ბექა ფერაძე, რომელთანაც კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა კომუნიკაცია იყო მხოლოდ კომუნიკაციისთვის და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ჩვენ არ ვართ მგლები, შეგვიძლია, მოვერგოთ რეგულაციებს, თუნდაც იმ წესებს, რომელიც რესტორატორებისთვის განისაზღვრა; არ გვაქვს არანაირი პრობლემა. უბრალოდ, უნდა გადავარჩინოთ ის ობიექტები მაინც, რომლებიც შემოგვრჩა. ქვეყნის მასშტაბით 8000-მდე ადამიანი გვყავდა დასაქმებული და 40-მდე ობიექტი უკვე დაიხურა. ნუ გაგვწირავთ, გამოდით კონტაქტზე, დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როდის და როგორ უნდა გავიხსნათ“, – მიმართავს გიორგი მთივლიშვილი მთავრობას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img