28.09.2021
- Advertisement -spot_img

ბავშვთან ერთად სახლში დიდხანს ყოფნა, ბავშვზე ზრუნვას არ ნიშნავს – ფსიქოლოგი

 როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს პანდემიით გამოწვეული სტრესი?                         

მთელ მსოფლიოში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ ოჯახური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სკოლების დახურვა, დისტანციური მუშაობა, ფიზიკური დისტანცია – ამდენ ცვლილებასთან გამკლავება ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდება, განსაკუთრებით კი მშობლებსა და ბავშვებს.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს პანდემიით გამოწვეული სტრესი? როგორ შეცვალა კოვიდ-19-მა ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და რა შეიძლება გააკეთონ მშობლემა იმისთვის, რომ ბავშვების ფსიქიკა ნაკლებად დაზიანდეს? რა სახით ვლინდება პანდემიის შედეგად მიღებული სტრესი და ამის თავიდან ასაცილებლად რა სახის პრევენციული ღონისძიებებს არსებობს ამ გამოწვევების მოსაგერიებლად?- ამ თემებზე „ვებგაზეთი“ ფსიქოლოგ ნინო ბუაძეს ესაუბრა.

-რა სახის ფსიქლოოგიური გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე პანდემია და რა ფორმით  ვლინდება ?

ბავშვის ფსიქიკაზე არსებულ მძიმე ზეგავლენას და ნეგატივს ინტერნეტი და მასზე მიჯაჭვულობაც ახდენს

-რა თქმა უნდა,  ბავშვის ფსიქიკაზე პანადემია ძალიან დიდ  გავლენას ახდენს და მას ყველა ბავშვში სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. ეს შეიძლება იყოს დეპრესიული სახით, ჩაიკეტოს, გახდეს ასოციალური და ნაკლებად კონტაქტური. ჩაკეტილ გარემოში  კი ბავშვის დამოკიდებულება კომპიუტერზე და ინტერნეტ  სივრცეზე, კიდევ უფრო იზრდება. ამიტომაც, ბავშვის მაქსიმალურ ცვლილებას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი

ბავშვის ფსიქიკაზე არსებულ მძიმე ზეგავლენას და ნეგატივს ინტერნეტი და მასზე მიჯაჭვულობაც ახდენს. ასევე,   ჩვენი მედია გარემო, რომელიც  ძალიან   მძიმე და სტრესულ გარემოში გვამყოფებს. მედია პრობლემებს კიდევ უფრო მძაფრად აშუქებს, ეს კი არა მარტო ბავშვს, დიდებსაც აზიანებს. ამდენ უარყოფით გარემოში კი, მათი ჩაკეტილობა კიდევ უფრო იზრდება.

-როგორ და რა ფორმით უნდა დაეხმაროს მშობელი პანდემიის დროს ბავშვს, რომ მან რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს?

-ბავშვებთან ერთად საკმაოდ მძიმე სტრესულ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მშობლებიც იმყოფებიან. ამიტომაც, ეს ტვირთი მათთვისაც საკამაოდ რთული  გადასალახია.  ცხადია  მშობლების ემოციური მდგომარებაც რთულია. ბავშვის მუდმივად სახლში ყოფნის გამო, მთელი პასუხისმგებლობა მშობლებზე მოდის, თუმცა ვურჩევ, რომ ბავშვებს განსკუთრებული ყურადღება მიაქციონ. რაც შეეხება მშობლების მხრიდან  ძალადობის ფაქტებს და არის თუ არა ეს  გაზრდილი, ფაქტია რომ ამის რისკები არსებობს. თუმცა, ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ მშობლებს ამ ტვირთსაც ნუ  ავკიდებთ.

მშობლის მხრიდან ბავშვზე  ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა იგნორი. ამიტომაც აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში მას  მეტი დრო დავუთმოთ. თუნდაც გავაკრიტიკოთ და რაღაცაზე შენიშვნა მივცეთ, ვიდრე მისი ქცევა ურეაქციოდ დავტოვოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლისთვის ბავშვი არაფერს წარმოადგენს. ბავშვისთვის კი ეს დამატებით სტრესის მიზეზი ხდება. მშობლის სახლში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყურადღებას აქცევს. შესაძლოა მთელი დღე თავადაც ტელეფონში ან კომპიუტერში იყოს ჩართული. ამიტომაც, აუცილებელია, რომ ბავშვებისთვის ამ პერიოდში მეტი დრო გამოვნახოთ.

ბავშვისთვის კი ეს დამატებით სტრესის მიზეზი ხდება. მშობლის სახლში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყურადღებას აქცევს

-ასეთ დროს ბავშვი რა ფორმით ცდილობს, რომ მშობლის ყურადღება მიიქციოს?  

-იგნორიება ბავშვს საკუთარ არსებობაში აეჭვებს. ამ დროს კი ბავშვის დესტრუქციული ქცევა იწყება. ცდილობს, რომ რაღაცა გააფუჭოს, გატეხოს და მშობლის ყურადღება მიიქციოს. პანდემიის  დროს მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობა უმთავრესია. თუ ეს ურთიერთობა არაჯანსაღია, ან საერთოდ არაა ამ დროს დიდი დისკომფორტი იწყება. 

-არის თუ არა რამე გაწერილი გეგმა, რომლითაც მშობლებმა პანდემიის დროს უნდა იმოქმედონ იმისთვის, რომ ბავშვმა ნაკლები სტრესი მიიღოს?  

-აუცილებელია მშობლებმა მოიფიქრონ რამე აქტივობები, რომლითაც ბავშვს დაეხმარებიან. რა თქმა უნდა, მსგავსი გაწერილი გეგმა არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, რომ ბავშვი პანდემიის  დროს გაჯეტებზე კიდევ უფრო დამოკიდებული არ გახდეს.  გარეთ  რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს. თუნდაც ძაღლი გაასეირნოს, დახატოს, ისეირნოს და ასე შემდეგ. მშობელი რაც შეიძლება მეტად იყოს ბავშვის დღის განრიგში ჩართული და თითქმის ყველა აქტივობა მასთან ერთად დაგეგმოს. არ შეიძლება ბავშვს ტელეფონი მივცეთ იმის გასამართლებლად, რომ გაღიზიანებულია და გაერთობა. ეს პირიქით, მის დამოკიდებულებას ინტერნეტ სივრცეზე და გაჯეტებზე გაზრდის. ამიტომაც, რაც შეიძლება ვეცადოთ, რომ ბავშვის დისტანცირება ინტერნეტ სივრცესთან მოვახერხოთ  და გარე სამყაროსთან უფორ მეტი კომუნიკაციის  საშუალება მივცეთ.

მშობელი რაც შეიძლება მეტად იყოს ბავშვის დღის განრიგში ჩართული და თითქმის ყველა აქტივობა მასთან ერთად დაგეგმოს

ფსიქოლოგ ნინო ბუაძეს ესაუბრა ვებგაზეთის ჟურნალისტი, ელიზა პოპიაშვილი

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img