19.03.2024
- Advertisement -spot_img

ბელარუსის ავიაკომპანია Belavia ქუთაისის აეროპორტიდანაც იფრენს

4 აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია “ბელავია” მინსკის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა. მათთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები განხორციელდება 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.

ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზები 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან მინსკის მიმართულებით უკვე დაფრინავს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img