ისრაელის პრემიერმინისტრis, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასი” და დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადი ” დიდ ფასს გადაიხდიან ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმებისთვის. პრემიერმინისტრის თქმით, ისრაელი გააგრძელებს ღაზის სექტორზე შეტევას.
“ჩვენ მოვახდინეთ ათობით ტერორისტის ლიკვიდირება, მათ შორის უფროსი მეთაურების, დავბომბეთ ჰამასის მეთაურები, ჩამოვანგრიეთ შენობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ტერორისტული ორგანიზაციების მიერ. ჩვენ ვაგრძელებთ თავდასხმას მთელი სიძლიერით”. – განაცხადა ნეთანიაჰუმ.