ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ შეტევას გააგრძელებს – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაციას ისრაელის მედია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასისა“ და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს“, – აცხადებენ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში.