15.10.2024
- Advertisement -spot_img

ბექა დავითულიანი – “ქართული ოცნება” ენმ-ის და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა კითხვას დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი მხარს უკრაინის საკითხზე “ლელოს” მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს ასე უპასუხა – “ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პარტნიორი პარტიების არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ.

დავითულიანის თქმით, პოლიტიკური შეფასება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მმართველი რეჟიმი დამნაშავე რეჟიმია, ახალი არ არის და ამას მმართველი პარტია ყოველ დღე ახმოვანებს.

“სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოებისა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად უკრაინის მიმართ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ პოზიციას ვიზიარებთ. ამას ადასტურებს ჩვენი თანაინიციატორობა ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში. პოლიტიკურ შეფასებაში ღია ვართ და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ რუსეთი სამართლის ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს, როცა მეზობელ ქვეყნებში იჭრება და დიახ, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამას ადასტურებს ჰააგაში წარდგენილ სარჩელში ჩვენი თანაავტორობა”, – ასეთი იყო დავითულიანის პასუხი “ლელოს” მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img