28.03.2024
- Advertisement -spot_img

ბექა ლილუაშვილი – პარტია “საქართველოსთვის” ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

მათ, ვისაც სურვილი არ აქვთ პარლამენტში შემოსვლის, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ძალით ვერავის დაავალებ. ყველა ოპოზიციური მანდატი უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციური საქმიანობისთვის, ამიტომ ცხადია, მხარს არ დავუჭერთ მათი მანდატის შეწყვეტას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ორი სხვადასხვა კატეგორიის პოლიტიკოსებზეა საუბარი. ერთი ნაწილი თვლის, რომ მას ეს მანდატი არ სჭირდება, მეორე ნაწილი აპირებს, რომ შემოვიდეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას პოლიტიკური დღის წესრიგად აქცევს. კითხვას შეიძლება სხვანაირი ფორმულირება მივცეთ, „ოცნება“ რას იზამს? – როდესაც მმართველი ხელისუფლება იყენებს პროცედურულ საკითხებს, სამართლებრივი კაზუისტიკად აქცევს იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს ოპოზიციის ლიდერებზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ მეთოდების გამოყენება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა – სასამართლო ზეწოლა, შევიწროება.

მათ, ვისაც სურვილი არ აქვთ პარლამენტში შემოსვლის, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ძალით ვერავის დაავალებ. მაგალითად, ხოშტარია არის ასეთი, ვისაც არ უნდა ამის გაკეთება. ამ ადამიანებს ძალით ვერ დააძალებ. ყველა ოპოზიციური მანდატი უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციური საქმიანობისთვის. ამიტომ ცხადია, მხარს არ დავუჭერთ მათი მანდატის შეწყვეტას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img