25.01.2022
- Advertisement -spot_img

ბექა ფერაძე – ფართის ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა. 

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.

მისივე თქმით, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას აცნობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი განაცხადებს, რომ მან იჯარის ხელშეკრულებაში ჩადო სოციალური ღონისძიების აკრძალვის პირობა, თუმცა დამქირავებელმა ეს დათქმა არ შეასრულა, ბექა ფერაძემ უპასუხა, რომ შეისწავლიან, იყო თუ არა ინფორმირებული მფლობელი ფართით სარგებლობის რეალური მიზნების შესახებ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავს არგუმენტს იგივე ფართის მეორედ და მესამედ გაქირავების შემთხვევაში საფუძველი ვერ ექნება და, შესაბამისად, “მფლობელებისთვის სანქციებისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ვერ იმუშავებს”.

ფერაძის თქმითვე, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმდება მოიჯარე ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს. მისი განცხადებით, ახალი წესები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თამარ გაბუნია – დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, შესაძლებელია კიდევ ერთი ამდენი უსიპტომო ინფიცირებული იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img