08.12.2024

ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის

ბერმუდის სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს შვილობილს CS Life-ს 607.35 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას Prnewswire ავრცელებს.

კომპანიამ 42 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება მანამ, სანამ CS Life-ის საჩივარი განისაზღვრება. ამის შემდეგ საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.

გადაწყვეტილება მოჰყვა მარტის სასამართლოს, რომელმაც CS Life-ს დააკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ მიღო სათანადო ზომები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად. ივანიშვილისა და მისი ოჯახის Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

21 ივნისს გამართულ მოსმენაზე CS Life ამტკიცებდა, რომ მას არ უნდა გადაეხადა დავალიანება მანამ, სანამ გასაჩივრების ყველა გზა არ ამოიწურებოდა და ცდილობდა დაყრდნობოდა Credit Suisse-ის გარანტიას, როგორც საკმარის უზრუნველყოფას, თუმცა სასამართლომ ეს განცხადება არ დააკმაყოფილა.

ბანკის პერსონალის მიერ 7 წლის განმავლობაში ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებულებმა, საერთო ჯამში, 1 მილიარდი დაკარგეს. Credit Suisse-ის ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობაზე, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველმა უწყებამ კი ხაზი გაუსვა ბანკის სისტემაში და კონტროლის მექანიზმში ჩავარდნებს, რამაც დანაშაულები გამოიწვია.

წყარო: interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img