20.04.2024
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის

არავითარი ანალიზის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე წინასწარ გაკეთება აბსოლუტურად საჭირო არ არის – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში, „დილის შოუში“ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი არც კორონავირუსზე PCR-ტესტის და არც ანტისხეულებზე ტესტის ჩაბარებაა.

„არავითარი ანალიზის წინასწარ გაკეთება აბსოლუტურად საჭირო არ არის. ეს არის ზედმეტი ხარჯი. ეს არის ლაბორატორიების გამდიდრება, ჩვენი გაღარიბება და არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაქცინაციამდე არ გვაძლევს. ამიტომ, ვაქცინაციის წინ, შესვლისას არავითარ შემთხვევაში არ მოგთხოვენ: „გვანახეთ, ანალიზი თუ გაქვთ გაკეთებული და მერე შემოგიშვებთ“. არ გესაჭიროებათ ანალიზების წინასწარ გაკეთება.

საქართველოში 300-მდე ადამიანს ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა PCR-ით ვირუსი, მაგრამ არცერთ მათგანს დაავადება არ გართულებია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა არ არის. თეორიულად რომც ვიყო ვირუსის მატარებელი, და ეს 300 ადამიანი იყო ალბათ, არავითარ გართულებას ეს არ იწვევს. ამიტომაც, აქაც ზედმეტი ხარჯია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img