ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარ სიცრუეა.
„სიმპტომური მიმდინარეობა სიმძიმის თვალსაზრისით ცალსახად ჩანს, რომ შემცირებულია. დაახლოებით 50-70%-მდე შემცირდა ჰოსპიტალიზაციის რისკები. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირებულია, მაგრამ დიდი რაოდენობით დროის მცირე მონაკვეთში ადამიანების ავად გახდომა, ეს აბსოლუტურ ციფრებში დაბალ პროცენტში, შემდეგ დიდ ციფრად გადააქცევს. სიმპტომატიკა შემცირებულია, მაგრამ ინფექცია მაინც არის ვერაგი და ის ყველაზე ძლიერი და დამაზიანებელი რესპირატორული დაავადებების კატეგორიაში გადის.
მოარული განცხადებები, რომლებსაც ხშირად ჩემი კოლეგები აკეთებენ, რომ ეს დაავადება მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებშია და ფილტვებს არ აზიანებს, ეს არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე“, – დასძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.