29.03.2024
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს წინასწარ თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე

ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს წინასწარ თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტო ტელეფონები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ექსპერტების და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება მომავალში ექიმთან კომუნიკაციის აწყობა.

„პირველადი რგოლისთვის დიდი რაოდენობით მიმართვიანობის პირობებში, ყველა უნდა შეეცადოს, რომ დაიჭიროს თადარიგი. დადექით თქვენს ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, გააკეთეთ პირველადი კომუნიკაცია და მოიპოვეთ მათი საკონტაქტო ტელეფონები. თუნდაც, ონლაინ კლინიკას დაუკავშირდით თავიდანვე, რათა მერე უფრო მარტივი იყოს თქვენთვის მათთან კომუნიკაციის აწყობა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, გადატანილი ინფექციის მქონე აუცრელ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ ისევ დაავადნენ, რისკის ქვეშ არიან ორჯერადად აცრილებიც, ყველაზე დაცულები კი ბუსტერ დოზით აცრილები იქნებიან.

“არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩება ამ ტალღას. გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც სამწუხაროდ, მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანები არიან დაცული. საქართველოში მათი რიცხვი სამწუხაროდ 100 000 -ს არ აღემატება. ძალიან ვთხოვთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი თვე და მეტი პერიოდი ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ მესამე დოზა, ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და ამით გექნებათ 80%-იანი გარანტია იმის, რომ მძიმე დაავადება არ განგივითარდებათ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და საწოლფონდის მობილიზება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img