04.12.2021
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, შეიძლება ადამიანები სახლში დაიღუპონ

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ მოქალაქეებმა სამედიცინო სერვისები ვეღარ მიიღონ და ბინაზე დაიღუპონ.

“ვაქცინაციის პროცესი რადგანაც სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვენახევარს, თითქმის თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე.

თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფის ზღვარზე ვართ. ზღვარზეა ქვეყანა იმის, სამედიცინო სერვისი ვეღარ მიიღონ და სახლში დაიღუპონ ადამიანები. შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა,” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img