ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანამ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრების გახსნაზე უნდა იფიქროს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც უნდა არსებობდეს დაწესებულება, სადაც იქნება მულტიდისციპლინარული მიდგომა, პაციენტზე იზრუნებს სხვადასხვა მიმართულების ექიმი, მათ შორის ნევროლოგი და პულმონოლოგი.
„ჯერ პოსტკოვიდური სინდრომის მასიური გამოხატულება არ გვაქვს. სასურველია, რომ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრები ქვეყანაში არსებობდეს, სადაც იქნება მულტიდისციპლინარული მიდგომა, ნევროლოგი იქნება, პულმონოლოგი, კარდიოლოგი. ჩვენ ეს არ გვაქვს და პაციენტები ინდივიდუალურად ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას. სასურველია, ქვეყანამ ამაზე იფიქროს“, – აღნიშნავს კულუმბეგოვი.