14.06.2021
- Advertisement -

ბიძინა კულუმბეგოვი – საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალია

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია, ჩვენ თუ შევადარებთ მე-2 ტალღის დროს არსებულ მაჩვენებელს ამ ტალღასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, დაახლოებით 1,000 ინფიცირებული ადამიანიდან 20-დან 30-მდე ადამიანი, ანუ 2.5-3%-ის ფარგალშია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა სიკვდილიანობის ზრდა „ბრიტანული შტამის“ გამოც იყოს განპირობებული, რადგან კულუმბეგოვის თქმით ზოგიერთი სტატია მიანიშნებდა, რომ აღნიშნული შტამის შემთხვევაში სიკვდილიანობა და გადამდებობა 30-40%-ით არის გაზრდილი, თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, რაც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს

„საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა.

შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი და სიკვდილიანობა გვაქვს მაღალი და ეს დაახლოებით საქართველოს 1,000,000 მცხოვრებელზე 7-8 შემთხვევა გამოდის, რაც არის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბითაც კი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -