29.03.2024
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – საჭიროა, ქვეყანაში დღეში მინიმუმ 3 000 ადამიანი იცრებოდეს

დარწმუნებული ვარ, ზაფხულიდან ვაქცინაციის ინტენსივობა უფრო დიდი და სერიოზული იქნება, საჭიროა, ქვეყანაში დღეში მინიმუმ 3 000 ადამიანი იცრებოდეს.– ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„მოსახლეობის ნაწილის განწყობას, რასაც ჩვენ გამოკითხვებით რეალურად ვხედავთ, ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 30 პროცენტი დღესვე არის მზად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. ეს ძალიან კარგი პროცენტია და კიდევ უფრო მეტი მუშაობის შემდეგ, ეს, რა თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ, რასაკვირველია, დღეს ჩვენ არ გვაქვს ამ ადამიანებისთვის საკმარისი ვაქცინა და ეს არის პრობლემა. ამიტომ მთავარი იმედი არის, რაც უფრო მეტი ვაქცინა გაჩნდება მსოფლიო ბაზარზე, ყველა მწარმოებლის, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და აღიარება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში. დღეს თუ ჩვენ საშუალოდ დღეში 1 500 ადამიანს ვცრით, ამით, რასაკვირველია, დასახული მიზნების მიღწევა ვერ მოხდება. ამას რამდენიმე ათეული წლები სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი მინიმალური დღიური ვაქცინაცია უნდა იყოს 3 000 და კიდევ უფრო მეტი. მაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ეს პროცესი, რასაკვირველია, ძალიან დინამიურად განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულიდან ვაქცინაციის ინტენსივობა უფრო დიდი და სერიოზული იქნება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რაც შეხება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობას, კულუმბეგოვის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მაღალ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემები, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინის აღიარება, რადგან გაერო-ს ორგანიზაცია ვაქცინის აღიარებამდე მწარმოებლისგან ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას ითხოვს.

„ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით რაც რეალურად ვიცით, ყველა მონაცემი, რომელიც ჯერჯერობით არსებობს, არის ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მონაცემი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ არსებობს მესამე ფაზის შემაჯამებელი არც ერთი სტატია, გამოქვეყნებული რომელიმე მაღალ რეფერირებად ჟურნალში, რომელიც ამბობს, ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა რამდენს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაქცინას ჰქონდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, რადგან ეს ორგანიზაცია მწარმოებელ კომპანიას სთხოვს დოსიეს, სადაც დეტალურად უნდა იყოს აწონილი ყველა შესაძლო რისკი და სარგებელი, კლინიკური ეფექტიანობა, გვერდითი მოვლენა. სწორედ ამის შემდეგ იქნება ვაქცინა უკვე მისაღები. ამიტომ ჯერჯერობით ყველა მონაცემი, რომელიც არის: ბრაზილიაში 50 პროცენტი, სადღაც 73, სადღაც 80 პროცენტი, – ეს არის მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის მიერ გაცხადებული პროცენტი. მეცნიერებაში ასე არ აკეთებენ. მეცნიერება არის მხოლოდ მაღალ რეფერირებად ჟურნალში, ან რომელიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებული მარეგულირებელი დამოუკიდებელი საბჭოს დასკვნა. ჯერჯერობით, არც „სინოფარმისა“ და არც „სინოვაკის“ მსგავსი ტიპის დადასტურებული კვლევების ეფექტიანობა და მით უმეტეს, უსაფრთხოების ნაწილში არ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img