28.09.2022
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს

ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტზე დაყრდნობით შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.

„თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ასევე სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარება მოუწოდონ.

„პირადად მე, წინა 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე ორი ადამიანის სტაციონარში განთავსება, რაც ასევე არის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, ვისაც ეს შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img