19.04.2024
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – თუ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი”

თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა”, „ბეტა” თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი” – დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე, – ეს განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთებაშია. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინირებულია 100 ათასი ადამიანი, რაც საკმარისი არ არის.

“ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან – სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img