18.04.2024
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვნახე უვადო კოვიდპასპორტის გაცემის პრეცედენტი

განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანისთვის უვადოდ “მწვანე პასპორტის” მიცემის პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს.

“ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი, არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვნახე.

ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ჩუტყვავილასა და წითელას გადატანის შემდეგ, რომ ადამიანი არ ხდება არასოდეს ავად. შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ მეორედ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი საქართველოში უკვე 5 ათასს აღწევს.

პანდემია არ უნდა გახდეს მძევალი პოლიტიკური პროცესის, თორემ ეს აზარალებს ადამიანებს. რაღაც ეტაპზე ამის წინაშე სულ ვიდექით, არჩევნების საკითხი, შეიძლებოდა რაღაც რეგიონის ადრე ჩაკეტვა და არ მოხდა, სულ იგრძნობოდა ეს, რომ პოლიტიკური ინტერესები უფრო იყო წამყვანი ამ პროცესის.” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img